ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკის ხელახალი ფსიქიატრიული შემოწმების სანქცია გასცა. ბრეივიკმა გასული წლის ივლისში ოსლოში აფეთქება მოაწყო. მოგვიანებით კი, უკუნძულ უტეიაზე მდებარე საზაფხულო ბანაკზე მიიტანა შეიარაღებული თავდასხმა. ამ ორი ინციდენტის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი იყო.
თავდაპირველად, ფსიქიატრების რეკომენდაციით, სასამართლომ ბრეივიკი ფსიქიურად დაავადებულად სცნო.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დაღუპულთა ოჯახების მიერ შეტანილ განცხადებაზე რეაგირება იყო, რომლის თანახმადაც, დაზარალებულები ბრეივიკის ფსიქიკური მდგომარეობის ახალ შეფასაებას ითხოვდნენ.
ორი ფსიქიატრი, რომლებიც ბრეივიკს უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ - აცხადებენ, რომ მას შიზოფრენიის ნიშნები არ ააქვს.