ნორვეგიის პოლიციის განცხადებით, კუნძულ უტოიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი დანაშაულის ადგილზე მიიყვანეს მოვლეების აღსადგენად. ბრეივიკმა ცეცხლსასროლი იარაღით 69 ადამიანი მოკლა.
დამნაშავემ ოსლოში მთავრობის ერთ-ერთი შენობის წინ ბომბის დადება აღიარა. ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, ბრეივიკი შაბათს კიდევ ერთხელ დაკითხეს. მის უახლეს ჩვენებაში ახალი დეტალები არ ფიგურირებს.