კანონის მისაღებად შუამავლობა პარლამენტსა და სალეჰის შორის სპარსეთის ყურის ქვეყნების საბჭომ გასწია.
იემენის პარლამენტმა დღეს ფორმალურად დაამტკიცა პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰის ხელშეუხებლობა და სასამართლოსგან იმუნიტეტი. სანაცვლოდ ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, რომელიც 1978 წლიდან უკავია.
კანონის მისაღებად შუამავლობა პარლამენტსა და სალეჰს შორის სპარსეთის ყურის ქვეყნების საბჭომ გასწია. ახალი კანონის თანახმად, სალეჰის წინააღმდეგ სასამართლომ არ უნდა განიხილოს არც ერთი საქმე, რომელიც მისი 33 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევას შეეხება.
კანონის მიღებას ოპოზიციის მხრიდან მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პრო--დემოკრატიული აქტივისტები აცხადებენ, რომ სალეჰი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალლის გამოყენებასა და ოპოზიციის წევრების მკვლელობებზე.