პრეზიდენტი ობამა კონგრესს მოუწოდებს

პრეზიდენტი ობამა კონგრესს მოუწოდებს

რესპუბლიკელების აზრით, პრეზიდენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს დაბალანსებული ბიუჯეტის კანონპროექტზეც

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ტრანსპორტის კანონპროექტის გახანგრძილვებას, რომელიც მილიონი ადამიანის სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

მის ყოველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი სექტემბრის ბოლომდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, პროექტს რომელი გზებისა და ხიდების რეკონტრუქციის დაფინასებას ითვალისწინებს საფრთხე ემუქრება. შეასაბამისად სამუშაო ადგილები დაიკარგება.

კონგრესმა უკვე შვიდჯერ დაამტკიცა მსგავსი სახის კანონი. მაგრამ, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამ უკანსკნელი კანონპროექტის დამტკიცების გაჭიანურება პოლიტიკური ქიშპობის შედეგია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ორივე მხარემ პირადი ინტერესები უნდა დათმონ , რადგანაც ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

მომავალ ხუთშაბათს პრეზიდენტი კონგრესსის წინაშე სიტყვით გამოდის, სადაც იგი კონგრესის წვერებს გააცნობს გეგმას, რომელიც ეროვნული ეკონომიკის წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს,

რესპუბლიკელების ყოველკვირეულ გამოსვლაში, ვირჯინიის შტატის კონგრესმენი ბობ გოდლატი ამბობს, რომ ობამამ ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს დაბალანსებული ბიუჯეტის კანონპროექტზეც.