ფინანსური დახმარება ეგვიპტესთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა ეგვიპტესთვის ყოველწლიური ფინანსური დახმარება 1.3 მილიარდი დოლარით განსაზღვრა, კრიტიკის მიუხედავად, რომ ეს თანხა არ იქნება საკმარისი ეგვიპტეში დემოკრატიის განვითარებისთვის.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოსანმა განაცხადა, რომელმაც თავის ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამ გეგმის შესახებ თავად განაცხადებს. დეკემბერში ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს სამხედრო მმართველებს სამოქალაქო მთავრობის ტრანზიციის და სამართლიანი და არჩევნების ჩატარების მიზნით მხარდაჭერა გამოუცხადა.