ეგვიპტეში დროებითი სიმშვიდეა

Hundreds of crosses, representing gun deaths since the Newtown, Connecticut elementary shootings, are placed on the National Mall in Washington, D.C. Two U.S. senators have reached a compromise that would expand background checks for gun sales in what could result in the most ambitious change to gun laws since 1994, an official said.

დაძაბულობა ეგვიპტეში მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.

პარასკევს, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში სამხედროებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სიმშვიდე შეინიშნება. როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 300 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

შეტაკების დროს სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრაციის ისლამისტი მონაწილეები ეგვიპტის თავდაცვის სამინტროს ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებს აწყობდნენ.

აღნიშნული დაძაბულობა ეგვიპტეში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები მაისის 23-24 რიცხვებისთვისაა დაგეგმილი. სამხედრო სფეროს წარმომადგენლები არჩევნების სამართლიანი ჩატარების პირობას იძლევიან.