ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში


ეგვიპტეს საპრეზიდნტო არჩევნებზე ახალგაზრდების რეკორდულ რაოდენობას ელიან, თუმცა ქაიროში ბევრი პრო-დემოკრატიული აქტივისტი ფიქრობს, რომ მათი ხმები სათანადოდ არ იქნება წარმოდგენილი.

ეგვიპტეს რევოლუცია ძირითადად ახალგაზრდა თაობის უკმაყოფილების გამოხატვა იყო. მათ აღარ უნდოდათ ჰყოლოდათ მთავრობა, რომელიც ქვეყნას ათწლეულების მანძილზე მართავდა. ამის გამო, ახალგაზრდები, რომლებიც რევოლუციის მონაწილეები იყვნენ, შეშფოთებული არიან საპრეზიდენტო არჩევნებში ორი წამყვანი კანდიდატის გამო. ამრ მუსა და აჰმედ შაფიკი ძველი მთავრობის წარმომადგენლები არიან.

თაჰრირის მოედანთან ახლოს შეკრებილი ახალგაზრდები იმედგაცრუებას ვერ მალავენ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი „გადმონაშთის“ - ამ სახელს ისინი ეგვიპტეს განდევნილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის მთავრობის წევრებს უწოდებენ - სავარაუდო გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მუსტაფა აბდელ რეგმან კაჯო მწერალი და 6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობის წევრია.

ის აცხადებს, რომ ამ ორი კანდიდატიდან რომელიცმეს გამარჯვება რევოლუციის სიკვდილის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, ათასობით ახალგაზრდამ საკუთარი სისხლი დაღვარა ძველი რეჟიმის დასამხობად და პრეზიდენტად იმ ადამიანის მოსვლა, რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძოდა არ იქნება სამართლიანი დასასრული.

საპრეზიდნეტო არჩევნების დანარჩენი კანდიდატებიც არანაკლებ პრობლემას წარმოადგენენ ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის. აბდელ მონეიმ აბოულ ფოტუში და მოჰამედ მორსი ისლამისტები არიან.

თუმცა რაგმან კაჯო ეს შედარებით ადვილად მისაღები ვარიანტია. მისი თქმით:

ისლამისტი პრეზიდენტის დაშვება წარმოუდგენელი რამ არ არის აქტივისტებისთვის. თუმცა აუცილებელია დაცული იყოს პირობა, რომ იქნება სოციალური თანასწორუფლებიანობა და პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

შარიათის კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსები და თავისუფლების მსურველი ახალგაზრდები ეგვიპტეს სამომავლო განვითარების გზაზე ჯერ ვერ თანხმდებიან, თუმცა წარსულში არსებული პოლიტიკური რეპრესიები და საერთო ისტორია მათ გარკვეულ შემთხვევებში კონსესუსის მიღწევის საშუალებასაც აძლევს.

ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩის“ მკვლევარი ჰება მორაიფი ამბობს:

„ფოტუშმა დემონსტრაციების გამართვის უფლებებზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ მომიტინგეებს ძალადობის გამოუყენების უფლება არ აქვთ, ხოლო სახელმწიფო კი ვადლებულია ისინი დაიცვა. მუსას პასუხი კი გაცილებით ბუნდოვანი იყო. ის რევოლუციონერ აქტივისტებს საკუთარ ამომრცევლად არ მიიღჩნევს და საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას, მათ, როგორც წესი, არ მიმართავს ხოლმე.“

ახალგაზრდების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მათთივის არც ერთი კანდიდატი არ არის მისაღები. ბუღალტერი მუსტაფა აკლი რევოლუციის დროს თაჰრირის მოედანზე იყო დაბანაკებული. ის იმედგაცრუებას ვერ ფარავს:

მისი აზრით, პრობლემა იმან წარმოშვა, რომ რევოლუციას ერთი ადამიანი არ ედგა სათავეში. რამდენიმე საკმაოდ ახალგაზრდა ლიდერი რევულუციას მიმართულებას აძლევდა, მაგრამ არ იყო ერთი გამოკვეთილი ხელმძღვანელი.

ამომრჩეველთა ნაწილს იმედი გადაწურული აქვს ეგვიპტეში წარმოამდგენლობითი არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით. ისინი 5 წლის შემდეგ დანიშნულ არჩევნებზე უფრო მეტ იმედებს ამყარებენ, ვიდრე ამ კვირაში დანიშნულ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG