ჰომსი კვლავ იბომბება

განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა ჰომსის ერთ-ერთ უბან ბაბა ამრში.

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი ჰომსის რამდენიმე უბამი დღესაც დაბომბეს. საერთაშორისო წითელი ნახევარმთვარე უკვე რამდენიმე ხანია ცდილობს ჰომსში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს.

განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა ჰომსის ერთ-ერთ უბან ბაბა ამრში. მედიკოსებისა და სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, უბანი დღეს მძიმე არტილერიით დაიბომბა.

ბაბა ამრის მოსახელეობა უკვე ერთ თვეზე მეტია მთლიანადაა იზოლირებული გარესამყაროსგან სირიის სამთავრობო ძალების მიერ დაწესებული ბლოკადის გამო. გარდა ამისა, ბაბა ამრში არ არის სურსათის, დასალევი წყლის და მედიკამეტების მარაგი. გარდა ამისა, დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია.