ქალთა უფლებები საქართველოში

ქალთა უფლებები საქართველოში

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ,გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმ მაკგოლდრიკმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN WOMEN) და ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325-ის განსახორციელებლად შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმის ”ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” პრეზენტაცია გამართეს პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილის,გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის რუსუდან კერვალიშვილის თქმით, 3-წლიანი ეროვნული გეგმის მიზანია კონფლიქტურ და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციებში ქალთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი საჭიროებების გათვალისწინება კონფლიქტის დროს, გენდერული ძალადობის პრევენცია, სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მშვიდობის შენებაში და შენარჩუნების პროცესებში ქალთა ჩართულობის მხარდაჭერა.

რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია სამხედროების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდეგ ყველაზე მეტად ქალები და გოგონები ზარალდებიან. ციტატა ”2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვაში 1144 დევნილმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც ქონდათ ინფორმაცია, ან თვითონ იყვნენ მოწმეები ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალოდობის, გაუპატიურების, ჯგუფური გაუპატიურების, მკვლელობების :

”რეზოლუცია #1325 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რეზოლუციის სათაურშივე წერია ”ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე”. განსაკუთრებულია ეს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც კონფლიქტი, ეთნოწმენდა და ოკუპაცია თავის თავზე აქვს გადატანილი, ამდენად ქალებს გადატანილი აქვთ ყველა ის შედეგი, რომელიც შეიძლება მოიტანოს კონფლიქტმა. დაწყებული სექსუალური ძალადობიდან, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი დანაშაულია და უტოლდება გენოციდს. ამდენად საქართველოსთვის ამ სამოქმედო გეგმის მიღება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ქალთა ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია და რას უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ პროცესებში ჩართული, მით მეტია შანსი, რომ სამშვიდობო პროცესები გააქტიურდება. იმედია, რომ წლის ბოლომდე, ახალ წლამდე პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს”.

პროექტის განხილვაში მონაწილება მიიღო ასევე ”პარლამენტარ ქალთა კლუბის” დამფუძნებელმა, ”გენდერული განვითარების ასოციაციის” პრეზიდენტმა, პროფესორმა ნანი ჭანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარია სამოქმედო გეგმის შედეგი. მისივე თქმით 20 წელია საქართველოში არსებობს ზონა , სადაც ქართველები ეროვნული ნიშნით ვერ შედიან:

"20 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებების დეკლარაციის თითქმის ყველა პუნქტის დარღვევაა. ადამიანის უპირველესი უფლებაა თავისუფალი მიმოსვლა ,მითუმეტეს 21 საუკუნეში და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევა. მე შემიძლია ვიცხოვრო ნიუ-იორკში,სადაც გნებავთ.. ლონდონში.. მაგრამ ვერ ვიცხოვრებ ჩემი საკუთარი სამშობლოს ორ ანკლავში: აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში. მაგრამ, როდესაც მე ვახსენე ებრაელთა საკითხი.. 4 წელი გრძელდებოდა მე-2 მსოფლიო ომი. მხოლოდ 4 წელი არ ეცხოვრებოდათ ებრეელებს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ 4 წელი და არ იყო მათი სამშობლო. ჩვენ შემთხვევაში ხდება 20 წელი და ეს არის ჩვენი საკუთარი სამშობლო. ძალიან დიდი განსხვავებაა. თუ ჩვენ ორმაგი სტანდარტებით არ ავხსნით ამ მოვლენებს, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი ანკლავი შექმნეს რატომ არ გადასცა ჰააგის სასამართლოს, რომის სასამართლოს? ქართველი ერის უფლებეი არის მთლიანად დარღვეული, საერთაშორისო საზოგადოება ქართველების უფლებებს არ იცავს”.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმ მაკგოლდრიკმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.