ბარაკ ობამა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა

ბარაკ ობამა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა

დღის ბოლოსათვის, კორეის პრეზიდენტი, თეთრ სახლში დაგეგმილ სპეციალურ ვახშამშიც მიიღებს მონაწილეობას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგ-ბეკი, თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. ვიზიტის დროს კორეის პრეზიდენტმა, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის შექმნის საჭიროების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელსაც მხარი ამერიკის კონგრესმა დაუჭირა. ამ ინიციატივის მეშვეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკაში, მილიარდი დოლარის მოგების მიღებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

დღესვე კორეის პრეზიდენტი კონგრესის სხდომასაც დაესწრო, სადაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და თანამშრომლობის სტარტეგიის ანგარიშიც მოისმინა. დღის ბოლოსათვის, კორეის პრეზიდენტი, თეთრ სახლში დაგეგმილ სპეციალურ ვახშამშიც მიიღებს მონაწილეობას.

თეთრი სახლის სამიტზე სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეის საკითხიც განიხილავენ და ასევე ფხენიანთან ორმხრივი მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობაზეც იმსჯელებენ.