ნატოს შეცდომა პაკისტანში

ნატოს შეცდომა პაკისტანში

ისლამაბადი დამნაშავე პირების სასწრაფოდ დასჯას ითხოვს

პაკისტანში 24 ჯარისკაცი დაკრძალეს, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონში ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს იუსუფ რაზა გილანის მისამძიმრა და განაცხადა, რომ ეს ტრაგიკული და გაუთვალისწინებელი შემთხვევაა. მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს ნატოში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც ამ სავალალო შემთხვევის დეტალები უნდა დაადგინოს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ ისლამაბადისთვის მიუღებელია მომხდარი შემთხვევა. მისი თქმით, ამ ტრაგედიამ ადამიანის სიცოცხლისადმი გულგრილი დამოკიდებულება დაადასტურა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისლამაბადი ნატოსთან და შეერთებულ შტატეებთან მიმდინარე პროგრამების და თანამშრომლობის გადახედვას აპირებს. ისლამაბადი დამნაშავე პირების სასწრაფოდ დასჯას ითხოვს.V