მომავალ კვირას ბონში კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რომელზეც დასწრებაზე უარი პაკისტანმა განაცხადა. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და პაკისტანის პრემიერ მინისტრს იუსიფ რაზა გილანის შორის. კარზაიმ გილანის კონფერენციის ბოიკოტისგან თავის შეკავება სთხოვა. ამასთან მან მიუსამძიმრა პაკისტანის ლიდერს ნატოს თავდასხმების დროს პაკისტანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ინციდნეტი გასულ კვირას მოხდა. პაკისტანი 24 სამხედროს დაღუპვას აპროტესტებს და შესაბამისად ბონში კონფერენციაზე დასწრებაზე უარს აცხადებს. თავის მხრივ თეთრი სახლი პაკისტანს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს. ამ ფონზე პაკისტანი ნატოს ადანაშაულებს განზრახ საჰაერო თავდასხმაში და სავარაუდოდ მომხდარის გამოძიებაში მონაწილეობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს