დებატებზე ჯანდაცვის, საზღვრების გაკონტროლების და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებიც დომინირებდა.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატების სერია გაიხსნა.
8 ნომინანტი წუხელ კალიფორნიის შტატში მდებარე რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში წარუდგა მსმენელს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი თემა ეკონომიკა და სამუშაო ადგილების გაზრდა გახდა. დებატებზე ჯანდაცვის, საზღვრების გაკონტროლების და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებიც დომინირებდა.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელ კანდიდატებში მთავარ კონკურენტებად ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი მოიაზრებიან. დებატებზეც მთავარი დუელი სწორედ მათ შორის გაიმართა.