უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონატრაციას.
სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დღეს ხუთი ადამიანი მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ არაბული ლიგის დამკვირვებელთა დელეგაცია უკვე ქვეყანაშია და ძალადობის ადგილებს სტუმრობს.
აქტივისტების განცხადებით, მკვლელობები დღეს დამასკოსთან ახლოს მოხდა, სადაც უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონატრაციას. ამასობაში საერთაშორისო დამკვირვებლები ქალაქ დარააში, ჰამაში და იდლიბში ჩასვლას გეგმავენ, რათა ადგილზე შეამოწმონ ხელისუფლების მიერ დადებული პირობა მშვიდობის დაცვის შესახებ. უფლებადამცველების განცხადებით, გუშინ სამთავრობო ძალებმა 39 ადამიანი მოკლეს.