ინციდენტმა ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, შიიტმა მუსლიმებმა ქალაქ კუეტაში დაყენებული მოტოციკლები დაწვეს.
სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მომხდარ ორ თავდასხმაში 5 შიიტი მუსლიმი და ერთი გაეროს თანამშრომელი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით მოტოციკლეტზე მჯდარმა თავდამსხმელებმა პროვინციულ ქალაქ კუეტაში ცეცხლი სამგზავრო მიკროავტობუსს გაუხსნეს. დაჭრილია ექვსი ადამიანი.
ინციდენტმა ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, შიიტმა მუსლიმებმა ქალაქ კუეტაში დაყენებული მოტოციკლები დაწვეს. მეორე თავდასხმა ქალაქ ბალუჩისტანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კუთვნილ ავტომობილზე მოხდა. სურსათის და სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელი მძღოლთან ერთად გარდაიცვალა.
შიიტები პაკისტანის მოსახლეობის უმცირესობას, 15 პროცენტს შეადგენენ და სუნი ექსტრემისტების თავდასხმის მსხვერპლი ხშირად ხდებიან.