პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ბალანსის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან რთული საქმეა
სად გადის ზღვარი პრესის თავისუფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის? ეს საკითხი შეერთებულ შტატებში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცავების მიერ სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ ჟურნალისტების სატელეფონო მოსმენების შესახებ ცნობილი გახდა. იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობდა დაედგინა, თუ როგორ გაიგეს ჟურნალისტებმა იემენში ალ-ყაიდას წინააღდმეგ ჩატარებული ოპერაციის შესახებ.
ახალი ამბების მუზეუმში, იგივე ნიუზეუმში შეკრებილმა მომავალმა ჟურნალისტებმა კონსტიტუციის პირველი ჩასწორების შესახებ იმსჯელეს, რომელიც პრესის თავისუფლებას შეეხება. თუმცა, ეს უფლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც იუსტიციის დეპარტამენტმა ჟურნალისტეების და რედაქტორების სატელფონო საუბრები მოიპოვა. სტუდენტები ამბობენ, რომ ეს არასწორი ქმედება იყო. შელი ლისტერი ამბობს, რომ ეს პროგრესის გზაზე, უკან გადადგმული ნაბიჯია.
„ეს არასწორია, რადგან ჟურნალისტებს თავიანთი სატელეფონო ხაზების საიდუმლოდ შენახვა უნდა შეეძლოთ,“ - ამბობს სტუდენტი მეკი ბერნისი. კიდევ ერთი სტუდენტი აცხადებს, რომ მთავრობა იმ უფლებების შელახვას ცდილობს, რაც დიდი ხნის განმავლობაში გარანტირებული იყო.
„ასოშეიტედ პრესი“ მსოფლიოში ერთერთი უძველესი და მსხვილი სააგენტოა. დედამიწის ნახევარზე მეტი ახალ ამბებს სწორედ მისი საშუალებით იგებს. სააგენტოს ჟურნალისტებმა იემენში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციის შესახებ დაწერეს, რომელიც ალ-ყაიდას წინააღმდეგ იყო მიმართული. მთავრობა ინფორმაციის გაჟონვით დაინტერესდა. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ბალანსის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან რთული საქმეა.
„გაჟონილი ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო, რაც ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებდა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.ამ მოსაზრებას ეთანხმება რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ისაკსონი.
„ჩვენ აღარ გვსურს, რომ განმეორდეს 11 სექტემბერი. ასევე გვსურს, რომ დავიცვათ თავისუფლების და პრივატულობის კონსტიტუციური უფლებები. ეს ზოგჯერ საკმაოდ რთული გზაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ისაკსონმა.
ტექნოლოგიურმა მიღწევებმა - ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ ჟურნალისტური სამუშაო პროცესი შეცვალა. თუმცა, ერთი რამე უცვლელი რჩება - ჟურნალისტების წყაროების კონფიდენციალობა დაცული უნდა იყოს.