პრესის თავისუფლების გარეშე ადამიანის უფლებები ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ძლიერი თავისუფალი პრესა კი სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს უწყობს ხელს, რაც დემოკრატიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკური განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატები მსოფლიოს მასშტაბით აშუქებს იმ ჟურნალისტთა მდგომარეობას, რომელთა წინააღმდეგ ხორციელდება დაშინების და დაპატიმრების პოლიტიკა, რაც ხშირად მათი დაღუპვით მთავრდება.
იონი სანჩესი კუბელი ბლოგერია, რომელსაც ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. მან მსოფლიოს ყურადღება თავისი ბლოგის საშუალებით მიიპყრო. ის მკითხველს კუბაში არსებულ მწვავე რეალობას აცნობს. მისმა წერილებმა მრავალი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის არის კოლუმბიის უნივერსიტეტის მარია კაბოტის პრიზი, რომელიც ჟურნალისტიკის დარგშია დაწესებული. თუმცა, კუბის მთავრობამ ამ პრიზის მისაღებად მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მას უარი 19-ჯერ უთხრეს.
შეერთებული შტატები მოუწოდებს კუბის მთავრობას დართოს ქალბატონ სანჩესს ქვეყნიდან გამგზავრების ნება. ასევე ანალოგიური თხოვნით მიმართავს ყველა მთავრობას, რომ არ შეზღუდონ ჟურნალისტთა გადაადგილების უფლება და გამოხატვის თავისუფლება.
ასევე, ჩინეთის მთავრობამ შეზღუდა ტიბეტელი რეჟისორის დონდუპ უანგჩენის მოღვაწეობა. ის 2008 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ დააპატიმრა 25 წუთიანი ფილმისთვის სათაურით „შიშის გარეშე“. ფილმში ტიბეტელები მათი სულიერი ლიდერის დალაი ლამას მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.
უანგჩენი გამოძიების დროს ცემეს და შეუარცხყვეს. ის 2009 წელს გაასამართლეს და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს სიჩუანის ციხეში.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ჩინეთის ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს. შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.