გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპაში ანტისემიტური ინციდენტები მატულობს

ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტო მიიჩნევს, რომ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომმა ხელი შეუწყო ევროპაში ანტისემიტური ინციდენტების მკვეთრ ზრდას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტისემიტური განწყობები ევროპაში უკვე მაღალი იყო ომის დაწყებამდე, ამას ადასტურებს 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის კვლევაც, თუმცა სააგენტოს თქმით, ომის დაწყების შემდეგ მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდა.

ებრაელი ხალხი 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული უფრო მეტი ანტისემიტური ინციდენტის მომსწრე გახდა. ზოგიერთმა ორგანიზაციამ 400 პროცენტიანი მატება დააფიქსირა.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოთხი ებრაელი რესპოდენტიდან სამს, მიაჩნია რომ ისრაელის მთავრობის ქმედებებზე ხალხი აგებს პასუხს და 80 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროპაში ანტისემიტიზმის გაზრდილია.

კვლევები აჩვენებს, რომ ანტისემიტური შევიწროვება და ძალადობა ძირითადად ხდება ქუჩებში, სკვერებში ან მაღაზიებში, წერია ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს ანგარიშში.

კვლევა ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანაში ჩატარდა, რაც როგორც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტო ამბობს, ევროპაში მცხოვრები ებრაული თემების უმრავლესობას მოიცავს.

ომი ღაზის სექტორში, მას შემდეგ დაიწყო რაც ისარელს „ჰამასის“ დაჯგუფების წევრები 2023 წლის 7 ოქტომბერს თავს დაესხნენ, რომლებმაც მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, 250 კი მძევლად აიყვანეს. გამოჩენილი სისასტიკიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ფაქტს მალევე მიენიჭა ტერორიზმის კვალიფიკაცია.