ქალაქ პორტლენდში მიმდინარე კონტრაქციის მონაწილის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაჯგუფება "ანტიფას" ერთ-ერთი წევრი. მემარჯვენე და მემარცხენე დემონსტრანტებს შორის სროლა შაბათს ღამით ატყდა. არონ დენიელსონი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა რიგებში იყო, მკერდის არეში დაჭრეს.
ასევე ნახეთ: "ძალადობის ციკლი" დავასრულოთ - ორეგონის გუბერნატორიმკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობას პორტლენდის პოლიცია ჯერ არ ამხელს, მაგრამ პრესაში უკვე გაჟონა მის შესახებ ინფორმაციამ. შტატის უდიდესი გაზეთი "ორეგონიან" (ორეგონელი), იუწყება, რომ ეს არის 48 წლის მაიკლ ფორესტ რეინოჰი.
როგორც ამბობენ, რომ ის ვიდეოფირიდან საკუთარმა დამაც ამოიცნო და ამხილა. "ჩვენ პოლიციას დავუკავშირდით და დავუდასტურეთ, რომ მაიკლი ვიდეომასალის ფოტოებში ვიცანით" - უთხრა მაიკლის დამ გაზეთის ჟურნალისტს.
პორტლენდის პოლიციის ბიუროს პრესსპიკერი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისინი მომხდარ მკვლელობას აქტიურად და გულდასმით იძიებენ. გამოძიებაში არამარტო ორეგონის პოლიცია, არამედ გამოძიების ფედერალური ბიუროცაა ჩართული.
Your browser doesn’t support HTML5
პორტლენდში მომხდარი ძალადობა ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა დაგმო. "კანონი და სამართალი" - დაწერა რესპუბლიკელმა კანდიდატმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე". დემოკრატმა კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია. "ცალსახად ვგმობ ძალადობას" - განაცხადა მან. ტრამპმა კი ბაიდენის რეაქცია მყისვე გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოპონენტმა განცხადებაში "ანტიფა" საერთოდ არ ახსენა.
დაჯგუფება "ანტიფა" ანტიფაშისტური მოძრაობის შემოკლებული სახელია. ის პასუხი იყო შეერთებულ შტატებში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა გააქტიურებაზე და აგრესიული პოლიტიკის გატარებაზე. "ანტიფას" წევრები ძირითადად ულტრამემარჯვენეთა აქციებზე ჩდნებოდნენ და მათ შეფერხებას ცდილობდნენ. ოპონენტები მათ რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე შენობების დაწვაში და ვანდალიზმში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს.
ასევე ნახეთ: ტრამპი ეროვნული გვარდიის მუშაობას აქებს, "ანტიფას" წევრებს კი ტერორისტებად აცხადებსეს პირველი შემთხვევაა, როცა რადიკალ მემარცხენეთა დაჯგუფების "ანტიფა" წევრი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. "თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა დაჯგუფებებისგან განსხვავებით, რომლებიც უმცირესობების წინააღმდეგ მასობრივი ძალადობისკენ ღიად მოუწოდებენ, ულტრამემარცხენეების მხარეს, ძალადობა ზოგადად, ნაკლებ ფატალური იყო. ის უფრო რასისტების უძრავი ქონებისკენ იყო მიმართული, ვიდრე კონკრეტული ადამიანებისკენ, გაცილებით ნაკლებად - პოლიციის და ჟურნალისტებისკენ" - ამბობს ბრაიან ლევინი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ის სიძულვილის და ექსტრემიზმის სწავლებათა ცენტრის დირექტორია.
ასევე ნახეთ: როიტერი: აშშ-ის დაზვერვა ბოლომდე ვერ ადასტურებს რომ აქციებზე ძალადობრივი ფაქტების უკან "ანტიფა" დგას