კავკასიასა და შუა აზიაში ანკარა საკუთარ როლს ზრდის

თურქეთი და აზერბაიჯანი, სომხეთის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებენ. 12 დღიან წვრთნებში, ჩართულია სატანკო დივიზიები, საჰაერო და “საგანგებო დანიშნულების” ძალები. მასში წამყვანი ადგილი თურქული წარმოების შეიარაღებას უკავია.

თურქულმა დრონებმა, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში სომეხი სეპარატისტული ძალების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხედრო დაპირისპირებაში, აზერბაიჯანის გამარჯვება, თურქეთის ტრიუმფადაც აღიქმება. ახლა ორი ქვეყანა კავშირებს კიდევ უფრო აღრმავებს.

კავკასიის რეგიონში თურქეთის გააუქიურება, ანალიტიკოსთან ნაწილისთივს ანკარის გეოპოლიტიკური რეორინტაციის მაჩვენებელია.

სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა სეჰრათ გუვენჩი ამბობს, რომ “თურქეთმა აზერბაიჯანის სამხედრო ძალებში დიდი ინვესტიცია ჩადო. ქვეყნებს ეთნიკური სიახლოვე აკავშირებს და მათი ურთიერთობა განისაზღვრება, როგორც “ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო.”

ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - თურქეთის როლი სამშვიდობო მისიაში

აზერბაიჯანის სამხედრო წარმატების სისწრაფემ და გადამჭრელმა მოქმედებამ კავკასიაში თურქეთის გავლენა გააძლიერა.

ანკარაში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჰუსეინ ბაღჩის თქმით, “თურქეთი... მომავალში კიდევ მეტს გააკეთებს.”

ბაღჩი მიანიშნებს, რომ ანკარა საგარეო პოლიტიკის შეცვლისთვის ემზადება.

“თურქეთი ისლამის და ახლო აღმოსავლეთზე ორიენტაციის კარტით აღარ თამაშობს, ამის ნაცვლად ის უფრო ნაციონალისტურია და მისი პოზიცია თურქული ნაციონალიზმია", - ამბობს ის.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, თავს ტრადიციულად გლობალური ისლამური, კერძოდ კი პალესტინელების უფლებების დამცველად წარმოადგენდა. ანკარა ასევე მტკიცედ უჭერდა მხარს მუსლიმთა საძმოს მთელ ახლო აღმოსავლეთში და “ჰამასს”, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის.

თუმცა ახლა უფრო მოსალოდნელია, ანკარას ახლო აღმოსავლეთიდან კავკასიისკენ და შუა აზიის ისეთი ქვეყნებისკენ რეორიენტაცია, როგორიც თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთია. თუმცა ანკარას იქ მოსკოვის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს.

“რუსეთი, რომელიც რეგიონს თავისი ინტერესების სფეროდ განიხილავს, ამას კარგად ნამდვილად არ მიიღებს. თურქეთმა რეგიონში გავლენისთვის ბრძოლა რუსეთთან უკვე წააგო და იმავდროულად, იქ ჩინეთის გავლენაც იზრდება", - ამბობს გუვენჩი.

თურქეთის მიერ შუა აზიაში გავლენის გაფართოების წინა მცდელობებს ხელი რუსეთმა შეუშალა, თუმცა გერმანიის ბონის უნივერსიტეტის რუსეთის და შუა აზიის ექსპერტი ზაურ გასიმოვი ამბობს, რომ ანკარას დღეს ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი კონკურენტია.

“1990-სა და 2000-იანებთან შედარებით, თურქეთს დღეს ბევრად მეტი ბერკეტები აქვს შუა აზიის რესპუბლიკებში გავლენის მოსაპოვებლად. მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ეკონომიკა და სამიგრაციო პოლიტიკა ისევე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს”, - თქვა გასიმოვმა.

შუა აზიაში თურქეთის ჩართულობის ზრდა, რუსეთის მძლავრი გავლენის საპირწონედ, შესაძლოა რეგიონისთვის მისასალმებელი იყოს.

"ყაზახეთის ელიტა უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკით შეშფოთებულია და თავს დაუცველად გრძნობს საკუთარი ჩრდილოეთი პროვინციების გამო, რომელიც ეთნიკური რუსებითაა დასახლებული. ცოტა ხნის წინ, ზოგიერთმა მაღალი თანამდებობის რუსმა პოლიტიკოსმა ყაზახეთის ტერიტორიაზე პრეტენზია განაცხადა”, - ამბობს გასიმოვი.