მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის სამი წლითა და ნახევრით პატიმრობის მისჯას, უფლებადამცველი ორგანიზაციას, „საერთაშორისო ამნისტია“ ეხმაურება. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის, მარი სტრუთერსის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწვეტილება „პოლიტიკურად მოტივირებულია“.
ასევე ნახეთ: გვარამიას საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - ომბუდსმენი„ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის ნათელი აქტია, მთავრობის მიმართ მისი განსხვავებული პოზიციების და კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა, რამდენიმე წელი ემუქრება, იმ ფონზე როცა მთავრობა კრიტიკული ხმების გაჩუმებას ცდილობს. ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - აცხადებს სტრუთერსი.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
„საერთაშორისო ამნისტია ღრმადაა შეშფოთებული ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ორგანიზაციას აღელვებს ის, რომ ამ საქმეში არ იყო ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, როგორც ამაზე მიანიშნებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა და საქართველოს სახალხო დამცველი. განაჩენის გასაჩივრებასთან ერთად, ეს საკითხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს ორგანიზაცია.
ასევე ნახეთ: „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული“ - არასამთავრობო სექტორი გვარამიას პატიმრობაზეორგანიზაცია ამბობს, რომ გვარამიას დაკავება „ხაზს უსვამს, საქართველოში მედია თავისუფლებების შეზღუდვის გარშემო მზარდ შეშფოთებას და ამხელს მთავრობის მზარდ გავლენას სასამართლოებზე, რიგ საქმეებში, რომლის მიზანიც კრიტიკოსების და ოპონენტების დადუმებაა“ , - ამბობს ორგანიზაცია.
სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი 16 მაისს გამოუტანა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.