შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკოლების გახსნას მოითხოვს.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ ზეწოლა მოვახდინოთ გუბერნატორებზე და ყველა სხვაზე, რათა გახსნან სკოლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე. მანამდე მან ტვიტერზე დაწერა: "სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას შემოდგომაზე!!!".
ამ თემაზე კომენტარი ამერიკის პირველმა ლედი, მელანია ტრამპმაც გააკეთა. "ბავშების მენტალური ჯანმრთელობა და სოციალური განვითარება ისეთივე პრიორიტეტი უნდა იყოს, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა", თქვა მელანია ტრამპმა, რომელიც თავადაც სკოლის მოსწავლის დედაა.
ასევე ნახეთ: ამერიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი ფორმალურად დაიწყოერთ-ერთი რისკ ფაქტორი ისაა, გადადებენ თუ არა ვირუსს ბავშვები, რომლებიც ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ, ამ დაავადებას მასწავლებლებს. იგივე შეკითხვა ჩნდება მოსწავლეების ოჯახის წევრების მიმართაც.
"კოვიდის ვირუსის შესახებ, ამაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. მართლაც ავადდებიან და შემდეგ გადაქვთ ეს ვირუსი ბავშვებს? ეს ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა", ამბობს ექიმი უილიამ შნაფერი, ვანდერბილტის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ინფექციური დაავადებების ფაკულტეტიდან.