ამერიკის სავაჭრო დეფიციტი თითქმის 49 მილიარდი დოლარია.
ამერიკის სავაჭრო დეფიციტი თითქმის 4 პროცენტით გაიზარდა. ამ ტენდენციას ეკონომისტები ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას უკავშირებენ, რადგანაც გაიზარდა შიდა წარმოება, რაც დიდ წილად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე როგორც იმპორტი ასევე ქესპორტი ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, ქვეყანაში შემოსული პროდუქცია მრავალჯერ აღემატება იმპორტირებულ საქონელს. ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის სავაჭრო დეფიციტი თითქმის 49 მილიარდი დოლარია.
ეს მაჩვენებელი 2011 წელს 11.6 პროცენტი იყო, რაც 558 მილიარდ დოლარს უდრიდა.