კომპანია „ამაზონი“ აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებების გავლენის შესამცირებლად და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, ორმილიარდიან ფონდს ქმნის.
ელექტრონული კომერციული გიგანტის კლიმატურ ვალდებულებათა ფონდი ინვესტიციებს სხვადასხვა სფეროში ჩადებს, მათ შორის, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში; ენერგოწარმოების, საკვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაციას, „უოლ სტრიტ ჟურნალზე“ დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: ციფრული კომპანიების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა რთულდებათავად „ამაზონი“, რომელიც მომხმარებლებს წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიარდ ნივთს აწვდის, ტრანსპორტირებისა და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, ეკოაქტივისტებისა და თანამშრომლების პოროტესტის ობიექტი გახდა. ბუნებისდამცველები მიიჩნევენ, რომ ამაზონის საქმიანობა კლიმატის ცვლილებებზე ცუდ გავლენას ახდენს.
ამის პარალელურად, თებერვალში, „ამაზონის“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა 10 მილიარდი ამერიკული დოლარის ფონდი გამოყო, რომელიც მიმართულია მეცნიერების, ეკოაქტივისტების და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციების დასახმარებლად.