კორუფციის მკვლევარი: საქართველომ მიღწეული პროგრესის დასაცავად უნდა იბრძოლოს

ალინა მანჯუ-პიპიდი

კორუფციის აღქმის ინდექსით 2019 წელს საქართველო რეგიონში ლიდერობდა, თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად, ელიტური კორუფცია მნიშვნელოვანი პრობლემაა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება. რატომ და რა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას კორუფცია და როგორია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება. ეს კითხვები ჩვენ ალინა მანჯუ-პიპიდის, კორუფციის მკვლევარსა და ბერლინის ჰერტის სკოლის დემოკრატიის პროფესორს დავუსვით.

- კორუფციის აღქმის წლევანდელ ინდექსში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს არც ისე სახარბიელო შედეგები ჰქონდათ. რეგიონში მხოლოდ ერთ ქვეყანას ჰქონდა საშუალოზე მაღალი ქულა. თქვენ, როგორც კორუფციის მკვლევარს, გაშინებთ ეს შედეგები?

სიმართლე გითხრათ, არც ისე ძლიერად. მსოფლიო მოვლენების განვითარების ბოლო 20 წელიწადს თუ დავაკვირდებით, ჩემთვის ახალი დემოკრატიების გაჩენისა და პროგრესის ნაკლებობაზე მეტად შემაშფოთებელი ისაა, რომ ზოგიერთ ძველი, კონსოლიდირებული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოში უკუსვლაა. ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ხალხი „კარგი მმართველობის“ ხარისხის ნიშნად მიიჩნევს.

საქართველოში კვლავ დაუსრულებელი ისტორიაა - სასამართლოს დამოუკიდებლობაც. ეს კვლავ ძალიან მოწყვლადი სფეროა, სადაც ერთი-ორი დანიშვნაც კი უკვე შეიძლება ნიშნავდეს, რომ სასამართლო აღარაა დამოუკიდებელი და ამ მხრივ დიდი დაკვირვებაა საჭირო. მაშინაც კი, თუკი ეს ხალხის უპირველესი საზრუნავი არაა.

შოკისმომგვრელი იყო, რომ მაგალითად დანია, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფო იყო, ასეთი მოწყვლადი აღმოჩნდა კორუფციის მიმართ. ძალიან საშიში უკუსვლაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი და მსგავსი პრობლემებია ქვეყნებში, რომელთა ინსტიტუტების მსგავსის აშენებასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობდნენ. ძნელია ამ მხრივ კარგი და ცუდი ქვეყნების კლასიფიცირება. დღევანდელ მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ისეთი კორუფციული დანაშაული ხდება, რომელიც ერთი ქვეყნის საზღვრებში არ არის მოქცეული. კორუფციის ფორმები ინტერნეტის თუ სხვა მიზეზების გამოც იცვლება და ჩვენ ამას ფეხი უნდა ავუწყოთ.

ამბობთ, რომ დემოკრატიული განვითარების და პროცესების უკუსვლას ხედავთ და ეს გაშფოთებთ. რა ტიპის ტენდენციაა ეს, რას ნიშნავს იმ საზოგადოებებისთვის, რომელთაც კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს და ახლა უკან მიდიან?

ხალხი ბევრს საუბრობს უნგრეთსა და პოლონეთში დემოკრატიის გაუარესებაზე, მაგრამ იფიქრეთ ქვეყნებზეც, როგორიც ესტონეთი, ლიეტუვა ან საქართველოა, ან თუნდაც უკრაინა, მიუხედავად კვლავ არსებული ბევრი პრობლემისა. მმართველობის წესის შეცვლა და კორუფციის კონტროლი უკიდურესად გრძელვადიანი საქმეა. ამისთვის შეიძლება 30 წელიც ცოტა იყოს. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ არსებით ცვლილებებს მიაღწია. მაგალითად ესტონეთმა და საქართველომ. პროგრესი ჰქონდათ სლოვენიაში, ჩეხეთშიც. თუმცა ხშირად შეფასებები გადაჭარბებული იყო და თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა კვლავ და ეს არავის უნდა აკვირვებდეს.

პროტესტი უნგრეთში

ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. გაქვს წვრილმანი კორუფცია, გაუმკლავდები მას და შემდეგ აღმოაჩენ, რომ არის კორუფციის კიდევ ერთი შრე, საფეხური და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველაზე არსებითი სფეროები, განათლება ან ჯანდაცვა მზარდად გვთავაზობდეს უნივერსალურ საყოველთაო სერვისებს: რომ ისინი იყოს თავისუფალი არსებითი კორუფციისგან.

უკუსვლას ყველა ქვეყანაში აქვს თავისი განსხვავებული მიზეზი. ცენტრალურ ევროპაში უკუსვლის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური კრიზისი იყო, რომელმაც პირდაპირ დააზარალა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც. იყო გარკვეული მოლოდინები, რომ ევროპა უკეთ იფუნქციონირებდა და მეტად დაიცავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც, რომლებმაც ლიბერალურად გაუღეს კარი დასავლეთის ბაზარს და იმ დროს, როდესაც ხალხს განცდა გაუჩნდა, რომ ამის საპასუხოდ ვერაფერს იღებდნენ, ისეთი პოპულისტი ლიდერებისთვის, როგორიც ვიქტორ ორბანია, ძალიან მარტივი აღმოჩნდა ამის გამოყენება. ჩვენება, რომ ის უფროა ქვეყნის, ხალხისა და ეკონომიკის დამცველი, ვიდრე დასავლეთ ევროპა.

ძალიან ხელოვნურია სიტუაცია, როდესაც მხოლოდ არასამთავრობოები უძღვნიან თავს კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას და მისთვის ბრძოლას. საჭიროა ამ პროცესში უფრო ფართო ჯგუფები მონაწილეობდნენ. ჯგუფები, რომლებსაც რაღაცაზე ხელი არ მიუწვდებათ, რომლებსაც უარი ეთქვათ ან ქრთამის გადახდა მოუხდათ, უნდა გაერთიანდნენ, ასევე ბიზნესები, რომლებმაც სამთავრობო კონტრაქტები დაკარგეს.

თუმცა საქართველო განსხვავებულია, ის ძალიან წარმატებული მაგალითი იყო. ხალხმა ისწავლა, რომ მოსწონდეს დემოკრატია. მათ სურდათ ცვლილება. მაგრამ ამავე დროს მათ არასდროს მიუღიათ დამაკმაყოფილებელი, საკმარისი გარანტიები. რომ ცვლილების შემდეგ საქართველო რეალურად პლურალისტური ყოფილიყო.

მართლა ვფიქრობ, რომ საქართვლომ მიაღწია, რაღაც ძალიან ექსტრაორდინარულს და ამიტომ ჯერაც აქვთ ხარისხიანი ბიუროკრატია. ეს ისტორიული რამაა. მაგრამ სადაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისაა, რომ ხალხი დარჩეს ძალიან ფხიზლად პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებში ინტერესთა კონფლიქტის მიმართ.

უკუსვლა ძალიან მარტივია. ინტერესთა კონფლიქტთან ბრძოლა კი ძალიან რთული. საქართველოში კვლავ დაუსრულებელი ისტორიაა - სასამართლოს დამოუკიდებლობაც. ეს კვლავ ძალიან მოწყვლადი სფეროა, სადაც ერთი-ორი დანიშვნაც კი უკვე შეიძლება ნიშნავდეს, რომ სასამართლო აღარაა დამოუკიდებელი და ამ მხრივ დიდი დაკვირვებაა საჭირო. მაშინაც კი, თუკი ეს ხალხის უპირველესი საზრუნავი არაა.

თუმცა როგორია ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის გზები ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც მართლაც აქვს წარმატებული ისტორია წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში?


მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხოლოდ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში ჰქონდა წარმატება. ვფიქრობ, შექმნეს მერიტოკრატიაზე დაფუძნებული ბიუროკრატია, რაც ძალიან იშვიათია და ეს უნდა დააფასოთ.

თუმცა მეორე საკითხია მთავრობის ფავორიტიზმი, როდესაც სამთავრობო კონტრაქტებს აძლევენ მათ, ვისაც იცნობენ. კი, ეს ხდება გერმანიაშიც, 60 % შემთხვევებში, კონტრაქტები კავშირების საფუძველზე მიიღება. გერმანია, საფრანგეთი, იტალია ესპანეთი, ეს ყველგან ხდება. მხოლოდ 15-მა ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ ასე არ ხდებოდეს.

თუმცა უმთავრესი შეკითხვა ისაა, მას შემდეგ, რაც ეს კონტრაქტი ამ ფავორიტიზმით გაიცემა, არის კი კონტრაქტი შესრულებული? სწორი და შესაბამისია ფასი? მომხმარებლებისთვის ღირებულება მისაღებია? ესაა ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ: უნდა იყოს კონკურენტული შესყიდვების სისტემა და უნდა ხდებოდეს მონიტორინგი იმისა, რას ვიღებთ ამ შესყიდვების შედეგად. აეროპორტი რომელიც უნდა აშენებულიყო, აშენდა? დაიგო გზა შესაბამის ვადებში?

- რა ქმნის უფრო მდგრად, უფრო ძლიერ და ფხიზელ საზოგადოებას კორუფციის მიმართ. ან რა ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ საზოგადოება ნაკლებ მოწყვლადი იყოს კორუფციის მიმართ?

საზოგადოებები ალტრუიზმის საფუძველზე არ ვითარდება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯგუფებმა საკუთარი თავის და ინტერესების დაცვა შეძლონ.

საქართველოს შეიძლება ეშინოდეს იმისა, რომ მისი ევროპული ინტეგრაცია ძალიან შორეული და აუხდენელი ოცნებაა. მაგრამ მე ვურჩევდი საქართველოს, დარჩეს არჩეულ გზაზე, რადგან ქვეყანამ ექსტრაორდინარული რეფორმები გაატარა და ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის. საზიარო ეროვნული სიამაყით ქართველებმა უნდა დაიცვან ის, რაც ჰქონდათ.


ჯგუფები, რომლებსაც რაღაცაზე ხელი არ მიუწვდებათ, რომლებსაც უარი ეთქვათ ან ქრთამის გადახდა მოუხდათ, უნდა გაერთიანდნენ. ბიზნესები, რომლებმაც სამთავრობო კონტრაქტები დაკარგეს, მათ უნდა აკონტროლონ საჯარო შესყიდვები. არ უნდა იყვნენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად. კარგი მმართველობის მისაღწევად, ბიზნესების მხრიდან ძალიან ცოტა ბრძოლას ვხედავ. ისინი ალტრუისტების იმედად არიან, რომ ისინი გააკონტროლებენ შესყიდვებს და მთელ რისკსაც ისინი გასწევენ. ძალიან ხელოვნურია სიტუაცია, როდესაც მხოლოდ არასამთავრობოები უძღვნიან თავს კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას და მისთვის ბრძოლას. საჭიროა ამ პროცესში საქართველოში საზოგადოების უფრო ფართო ჯგუფები მონაწილეობდნენ და იყვნენ ჩართულნი.

- როგორ ფიქრობთ, არსებობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კორუფციის მიმართ ერთგვარად მეტი მიმღებლობა? არის ამ საზოგადოებების გამოცდილებაში ისეთი რამ, რაც მათ წარსულში აბრუნებს?

არ ვფიქრობ, რომ ხალხი აღმოსავლეთ ევროპაში ან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში უფრო ამორალურია, ვიდრე სადმე სხვაგან, მსოფლიოში, სულაც არა. მაგრამ როდესაც კორუფციის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ან ყოფილ კოლონიებთან ასოცირებას ვახდენთ, ამას თავისი მიზეზები აქვს. ძალაუფლება ხალხისგან ძალიან „მაღლა“, ძალიან შორს იყო. ძალის უთანასწორობა და განაწილება და ის, რომ ხელისუფლებაში მყოფს აქვს ძალაუფლება და სრული დისკრეცია, ეს ჯერ ვერ გამოსწორდა.

პროგრესი ძალაუფლების მეტ გადანაწილებას მოაქვს. ეს ერთ ღამეში არ ხდება. მაგრამ ხდება, როდესაც ხალხის კეთილდღეობა იზრდება, აქვთ ეკონომიკური ავტონომია, გრძნობენ თავს ეკონომიკურად დაცულად იმისთვის, რომ პოლიტიკური უფლებებისთვისაც შეძლონ ბრძოლა. ეს ეტაპობრივი პროცესია. ეს ქვეყნები უფრო მდიდრები ხდებიან და მეტადაა მოსალოდნელი, რომ იქნება ხალხი, ვინც მომავალში ამ მიღწევებს დაიცავს.

- რა არის შემდეგი ნაბიჯები საქართველოსთვის?

საქართველოს შეიძლება ეშინოდეს იმისა, რომ მისი ევროპული ინტეგრაცია ძალიან შორეული და აუხდენელი ოცნებაა. შეხედეთ, ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ უარი უთხრა ალბანეთსა და მაკედონიას ძალიან მყარ პირობაზე ინტეგრაციის თაობაზე. მაგრამ მე ვურჩევდი საქართველოს, დარჩეს არჩეულ გზაზე, რადგან ქვეყანამ ექსტრაორდინარული რეფორმები გაატარა და ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის. ბევრი ხალხი უყურებს და ბაძავს საქართველოს და ვფიქრობ ამ საზიარო ეროვნული სიამაყით ქართველებმა უნდა დაიცვან ის, რაც ჰქონდათ.