21 - 22 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება თავდაცვის მინისტერიალი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. აქ იგი თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება, რომელიც 21 - 22 თებერვალს გაიმართება. იქამდე კი მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა.
მინისტრმა ნატოს ხელმძღვანელებს გააცნო თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში დაწყებული რეფორმები, ასევე წარმოუდგინა თავდაცვის მინისტრის ხედვა და კონკრეტულად თავდაცვის შეიარაღებული ძალების რეფორმის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მინისტრის თქმით, მოკავშირეები უდიდეს ყურადღებას უთმობენ კოჰაბიტაციის საკითხს, რაც ქვეყანას აძლევს შანსს გააკეთოს დემონსტრირება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. ასევე გაიმართება შეხვედრა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.
მინისტერიალზე ძირითადად განიხილება isaf-ის მისიის დასრულების საკითხი და მისი შემდგომი გაგრძელების ფორმები. მინისტრის გადმოცემით, საქართველოს მხარეს გააჩნია კონკრეტულად ჩამოყალიბებული შეთავაზება პოსტ აისაფის პერიოდის შესახებ.
ირაკლი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო ნატოს შტაბბინაში გამართული ნდობის ფონდის(trust fund) მესამე ეტაპის დახურვის ცერემონიაზე. ცერემონიაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნდობის ფონდში მონაწილე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი ჩეხეთს, ლიტვასა და ესტონეთს. ფონდის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად, რამდენადაც საბჭოთა პერიოდის და 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ნდობის ფონდის მესამე ეტაპზე კი მოხერხდა ომის შედეგად დატოვებული ფეთქებადი ნარჩენების განაღმვა, ასევე გორის ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო ცენტრის ჩამოყალიბება. დაიწყო მეოთხე ეტაპის დაგეგმარებაც, რომელიც განაღმვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს.
მინისტრმა დასძინა, რომ ნატოელებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი შესაძლებლობის გაჩენა ქვეყანაში რათა შემდგომ ეს ქვეყანა დაგროვილ გამოცდილებას სხვა ქვეყანას უზიარებს.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ირაკლი ალასანია ასევე შეეხო ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. მინისტრის თქმით, ეს აშკარა დასტურია იმისა რომ საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია.ასევე ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო შეუქცევადად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვიზიტს დიდ დატვირთვას სძენს ისიც რომ იგი ერთი წლით წინ უსწრებს 2014 წლის სამიტს.
მინისტერიალის მეორე დღეს დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა isaf-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე.