ალ ყაიდა მეტი ძალადობისკენ მოუწოდებს

ანტი ისლამური ფილმის გამო აგორებულ პროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსხვერპლი მოჰყვა
ალყაიდას განშტოება იემენში ამერიკის საელჩოების წინააღმდეგ მეტი ძალოდობის მოწოდებით გამოდის. ეს განცხადება დაჯგუფებამ ანტი ისლამური ფილმის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. ფილმის გამო აგორებულ პროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსხვერპლი მოჰყვა.

ალყაიდა მთელს არაბულ სამყაროში აშშ-ის საელჩოებში ხანძრების მოწყობის მომხრეა. შაბათისთვის ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოში მდგომარეობა დამშვიდდა. ლიბიაში გარდაცვლილი ელჩის და მისი სამი თანამშრომლის გარდა, არსებული მონაცემებით კიდევ 5 დემონსტრანტია დაღუპული.