სამშაბათს, ავიამშენებელმა კომპანია „ეარბასმა“ ევროპას მოუწოდა რუსეთიდან ტიტანის იმპორტი არ დაბლოკოს და ამბობს, რომ სტრატეგიულ ლითონზე სანქციებს აეროკოსმოსური ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენება შეეძლება, რუსეთის ეკონომიკას კი ბევრს ვერაფერს დააკლებს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების გავრცელება ტიტანზე, რომელიც თვითმფრინავებში და რეაქტიულ ძრავებში გამოიყენება, „შეუსაბამო“ იქნება“, თქვა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსული ქვანახშირის, ქიმიკატებისა და ხის ესპორტის აკრძალვას გეგმავსორშაბათს ევროკავშირმა განაცხადა, რომ მეტი სანქციები შესაძლო ვარიანტად რჩება, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი შაბათს განაცხადა, რომ კიევის მოკავშირეებმა მოსკოვზე წნეხი უნდა გააძლიერონ.
დღემდე, ევროკავშირმა ფოლადის და ქვანახშირის გარდა, რუსული საქონლის აკრძალვას თავი აარიდა. რუსეთთან სავაჭრო შეზღუდვებიდან ტიტანისთვის გამონაკლისია დაშვებული.
„ეარბასის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის, კომპანია არარუსულ მომარაგების წყაროს ეძებს. უახლოესი და საშუალო პერსპექტივისთვის კომპანიის საჭიროებები დაკმაყოფილებულია.