დაიწყებს თუ არა კვიპროსი კრიზისიდან გამოსვლას?

კვიპროსის ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

Your browser doesn’t support HTML5

კვიპროსი


ბრუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად კვიპროსის ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმდა. ამის მიუხედავად ანალიტიკოსები რთულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ქვეყანას, რომელიც ცდილობს უფრო მყარი ეკონომიკური განვითარების გზას დაადგეს. კვიპროსი რომელიც პატარა კუნძულზე აღმოცენებული სახელმწიფოა ერთ-ერთია ევროზონაში მყოფი 17 ქვეყნიდან, სადაც ფინანსური კრიზისია. კვიპროსისთვის დღის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება 13 -მილიონიანი პაკეტის გამოყოფის შესახებ ნიშნავს ახალი ფინანსურ ცვლილებებს და მოლოდინს რომ ფინანსურ კრიზისს საბოლოოდ თავს დააღწევს. ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ დღის ბოლოს კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიქალის სარისი ჟურნალისტებთან საუბრისას შედეგით კმაყოფილი ჩანდა.

მისი განცხადებით, გაურკვევლობის და არასტაბილურობის გრძელი პერიოდი კვიპროსის ეკონომიკის გარშემო დასრულდა. კვიპროსი ფაქტობრივად გაკოტრებას გადაურჩა და მომავალი თაობისთვის უზრუნველყოფილი პერსპექტივის შესაძლებლობა გაჩნდა.

ბრიუსელის შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა რომ მოლაპარაკებებმა კარგი შედეგი გამოიღო. მან ასევე განაცხადა ისიც, რომ რეკომენდაციას გაუწევს სავალუტო ფონდს, რომ კვიპროსის მასტიმულირებელ პაკეტში დახმარების თავისი წვლილი შეიტანოს.

ჩვენ იმედი გვაქვს რომ შედგება კრიზისის გრძელვადიანი, მტკიცე და სრულად დაფინანსებული გადაწყვეტილება.

ეს გარიგება რადიკალურად ამცირებს კვიპროსის უსაშველოდ გაზრდილ საბანკო სექტორს, და აიძულებს ასიათას დოლარზე მეტი რაოდენობის მქონე დეპოზიტორებს გადასახადი დაფარონ ანაბრებზე. ევროზონის მასტიმულირებელი გეგმით, კვიპროსის მთავრობამ უნდა შეამციროს ხარჯები და ჩაატაროს ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების ჩათვლით. როგორც პარიზის ბიზნეს-სკოლის ეკონომისტი ტომაშ მიხალსკი პროგნოზირებს, მოკლე პერიოდში კვიპროსი უფრო დაეშვება ეკონომიკური ვარდნისკენ, ვინაიდან ის მასტიმულირებელი პაკეტის პირობების შესრულებას დაიწყებს და ამასთან, ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას შეეცდება.

მიხალსკის განცხადებით, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ასვე შესაძლოა რომ გაიზარდოს გადასახადები, მთავრობა ასევე შეამცირებს პენსიებს და სახელმწიფო ხარჯებს.

მიხალსკი ამბობს რომ, კვიპროსის საბანკო სექტორის მომხმარებლების- რუსი და ბრიტანელი ბიზნესმენებისთვის დიდი დარტყმა იქნება.
მისი განცხადებით, ამ მშვიდ კუნძულს დიდი საფრთხე უახლოვდება. თუკი ამ გადასახადების გარეშე არსებულ თავშესაფარს საფრთხე შეექმნა, მაშინ რისკის ქვეშ დგება იქ დეპოზიტების შენახვა. ევროზონის იმ ქვეყნების მთავრობებისთვის, სადაც მაღალია გადასახადები და შესაბამისად დიდია გადასახადების თავის არიდების პრეცედენტი, კვიპროსისთვის გამოყოფილი მასტიმულირებელი პაკეტი მისაღები ზომაა.
მასტიმულირებელი პაკეტი უზრუნველყოფს რომ, ევროპის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს ფინანსურ დახმარებას კვიპროსის ბანკებისთვის. თუმცა ბრუსელში მოქმედი ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი იანის ემანოლიდისი ამბობს რომ, კვიპროსმა ახლა განვითარების სხვა სტრატეგია უნდა აირჩიოს.
მისი თქმით, კვიპროსელებს იმედი აქვთ რომ ის , რასაც კარგავენ საბანკო სექტორის სახით , შესაძლოა გადაიფაროს ენერგეტიკით, ვინაიდან ნავთობის და გაზის დიდი მარაგია აღმოჩენილი კვიპროსის სანაპიროზე. მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ეს წაიღებს რამდენიმე წელს, ვიდრე ბუნებრივი რესურსების მთლიანი ათვისება დაიწყება.
კვიპროსი თავის შეთანხმებით შეუერთდა სხვა ქვეყნებს, საბერძნეთს, პორტუგალიას და ირლანდიას - რომლებმაც მასტიმულირებელი პაკეტი 2009 წლიდან ევროზონაში შექმნილი კრიზისის გამო მიიღეს.