ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსი დეფოლტს გადაურჩა


კვიპროსმა სიდიდით მეორე ბანკი უნდა დახუროს და მდიდარი კლიენტების საბანკო ანგარიშები დაბეგროს

კვიპროსი დათანხმდა კრედიტორების მოთხოვნას და თავიდან აიცილა დეფოლტი. 13 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ კვიპროსმა სიდიდით მეორე ბანკი უნდა დახუროს და მდიდარი კლიენტების საბანკო ანგარიშები დაბეგროს.

ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად კვიპროსის სიდიდით მეორე „კვიპროს ლაიკი“ ბანკი დაიხურა და 130 000 დოლარზე ნაკლები აქტივები უფრო ძლიერ კვიპროსის ბანკში გადავიდა. რაც შეეხება 130 ათასზე მეტი ფულის პატრონებს, ისინი საკუთარი თანხის გარკვეულ ნაწილს დაკარგავენ.

კვიპროსის მთავრობამ ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმებას დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ მიაღწია.

ფინანსური კრიზისის გამო კვიპროსის ცენტრალურმა ბანკმა ანგარიშების გატანა 130 დოლარის რაოდენობით შეზღუდა.
XS
SM
MD
LG