ხუთშაბათს ევროკავშირმა წარმოადგინა ოფიციალური სტრატეგია, რომლის მიზანი ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში ყოფნის გაძლიერება და ჩინეთის მზარდი ძალისადმი დაპირისპირებაა. ევროკავშირი პირობას დებს, რომ ტაივანთან სავაჭრო ხელშეკრულების დადებას ეცდება და რეგიონში მეტ ხომალდს განალაგებს, რათა თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა შეინარჩუნოს.
ასევე ნახეთ: "ზურგში დანის ჩარტყმა" - პარიზის რეაქცია ვაშინგტონის ნაბიჯზეევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ირწმუნებოდა, რომ სტრატეგია ჩინეთისთვისაც ღია იყო, კერძოდ ისეთ სფეროებში როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მაგრამ დიპლომატებმა სააგენტო “როიტერს” უთხრეს, რომ ინდოეთთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ტაივანთან უფრო ღრმა კავშირი, პეკინის ძლიერების შესაზღუდად იყო გამიზნული.
ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს უსაფრთხოების საკითხში ბრიტანეთთან თანამშრომლობა ძალიან სურდა, მაგრამ ლონდონს, ბლოკის დატოვების შემდეგ, ამ თემაზე ინტერესი არ გამოუმჟღავნებია. მან ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ავსტრალიამ საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავების შეძენის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებაზე უარი თქვა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ავსტრალიასთან და ბრიტანეთთან შეერთებული შტატების შეთანხმება “უფრო მეტად აჩვენებს, რომ საჭიროა სტრატეგიული ინტერესის რეგიონში, ევროკავშირს ერთიანი მიდგომა ჰქონდეს”.
ასევე ნახეთ: პეკინი და პარიზი აკრიტიკებენ აშშ-ის ბირთვულ გარიგებას ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან