აფრიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

აფრიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიზანს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ან სოციალიზმის გავრცელებისათვის უნდა შეეწყო ხელი, ანდა ამ სისტემის აღმოფხვრა უნდა მოეხდინა. აფრიკა ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა აღნიშნული გარემოების სიმძიმე.

1975 წელს ანგოლის ომში გამარჯვებული, საბჭოთა იდელოგიის მოკავშირე მოძრაობა - „თავისუფლება ანგოლას“ ქვეყნის მმართველობის სათავეში მოვიდა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით მოქმედი კუბელი სამხედროების ანგოლიდან საბოლოოდ გამოსვლამ და საბჭოთა კავშირიდან იარაღის გაგზავნის შეწყვეტამ, ანგოლის მთავრობას საშუალება მისცა მარქსის პოლიტიკის განხორციელების სანაცვლოდ თავისუფალი ბაზრის ღირებულებისათვის მიენიჭებინა უპირატესობა.

„საბჭოთა იდეოლოგიის შეცვლა მოულოდნელად მოხდა რომლის ახსნა არც თუ ისე ადვილია. სოციალიზმს ქვეყანაში საკმაოდ მძალვრად ქონდა ფესვები გადგმული. მაგრამ როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, მარქსიზმის მიმდევრებმაც სწრაფად შეიცვალეს პოლიტიკური ორიენტაცია“ - ამბობს ანგოლაში გამომავალი გაზეთის სემანარიო ანგოლენსის ჟურნალისტი - სოუსა ჯამბა.

აფრიკის სხვა ქვეყნებში, მაგალითად ეთიოპიაში საბჭოთა კავშირის დანგრევამ, მაშინდელი კომუნისტური ხელისფლების დამხობა სწრაფადვე განაპირობა. სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილმა ანტი-კომუნისტურმა მთავრობამ, ნელა, მაგრამ მაინც მოახერხა მრავალპარტიული არჩევნებით ხელისფლებაში მოსვლა.

საბჭოთა კავშირის დაშლას, აფრიკაში ასევე თან მოჰყვა საბჭოთა განათლება მიღებული ოპოზიციის ზეგავლენისისა და მუშათა კლასის შესუსტება, რომლის საპირსიპიროდ, პრივატიზაციის განვითარება და უცხოური დახმარების სააგენტოების გაზრდა მოხდა.

„აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებში, არსებული წყობა, კაპიტალიზმის ყველაზე საშინელ მოდელს წარმოადგენს, სადაც ადამიანები სახელმწიფოს ფულსა და რესურსს პარავენ“ - აღნიშნავს ჟურნალისტი ჯამბა.

ანგოლის გარდა, აფრიკის სხვა ქვეყნებში, ცივი ომის დასასრული, სხვა ფერადკანიანი გამათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებას დამეთხვა, რომელმაც სამოქალაქო ომის პირობა შექმნა.

სენეგალელი ისტორიკოსის ვუსტერის კოლეჯიდან იბრა სენეს თქმით, ცივი ომის დასასრულს დადებით შედეგებთან ერთად უარყოფითი მოვლენებიც თან ახლდა:

„ომის დასრულების შემდეგ იარაღის დიდი რაოდენობა კონტინენტის მასშტაბით გავრცელდა, რომელმაც ახალი საომარი კერების გაჩენას შეუწყო ხელი. ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. “

უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცები და მფრინავები აფრიკის სპილოს ძვლის ნაპირის ქვეყნებისა და ლიბერიის შეიარაღებული კონფლიქტების მთავარი მონაწილეები გახდნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სომალიში მიმდინარე ბრძოლებში გამოყენებულ იარაღს, ისინი არა მარტო ცივი ომის გადმონაშთია, არამედ, ჯერ კიდევ შემორჩენილი საბჭოთა კავშირის სარეზერვო ადგილებიდანაა წამოსული.