სამოქალაქო მსხვერპლის გაზრდა აფეთქებების რაოდენობის მომატებას უკავშირდება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლმა 23 პროცენტით მოიმატა.
გაეროს ავღანეთის დახმარების მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო მსხვერპლის გაზრდა აფეთქებების რაოდენობის მომატებას უკავშირდება.
მისიის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების დირექტორი ჟორჟეტ განონი ამბობს:
„აღმოვაჩინეთ, რომ თალიბანი უფრო ხშირად იყენებს, ეგრეთ წოდებულ, დისტანციური მართვის იმპროვიზებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას. ამ მოწყობილობებით მათ სამხედრო სამიზნეებზე უფრო ზუსტი თავდასხმების განხორციელება შეუძლიათ. თუმცა, ბომბებს ისინი ხშირად ისეთ საზოგადოებრივ ადგილებზე დებენ, როგორიცაა საჯარო პარკები, ბაზარი, გზები.“
მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წლის პირველი 6 თვის მანძილზე 1319 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 2533 დაშავდა. 2012 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით ეს მონაცემები სიკვდილიანობის 14 პროცენტიან და დაშავების 28 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ანგარიში აცხადებს, რომ მსხვერპლის 74 პროცენტი მეამბოხეების მიერ მოწყობილი აფეთექბების შედეგადაა გამოწვეული, 9 პროცენტი ავღანეთის შეიარაღებული ძალების მიერ და 12 პროცენტი კი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებების დროს დაიღუპა.