ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს ამერიკის დახმარება უნარჩუნდება


ეგვიპტის მიმართ სამხედრო დახმარება 1, 3 მილიარდი დოლარის ოდენობით მომავალი წლისთვისაც იქნება შენარჩუნებული

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00
ბმული

წარმომადგენელთა პალატის იმ ლიდერების მიერ რომლებიც ამერიკის საგარეო დახმარების საკითხებს კურირებენ, ხუთშაბათს წარმოადგენილი იქნა კანონ-პროექტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეგვიპტის მიმართ სამხედრო დახმარება 1, 3 მილიარდი დოლარის ოდენობით მომავალი წლისთვისაც იქნება შენარჩუნებული. ეს არის ერთ-ერთი რამდენიმე იმ უცხოეთისთვის გასაწევი დახმარების პროგრამიდან რომელსაც შეკვეცა არ შეეხო.

რესპუბლიკელი ლიდერების მიერ მომზადებული ხარჯვითი ნაწილის კანონ-პროექტი გადასახადებისა შემოსავლების კომიტეტში სამხედრო დახმარების გაწევასთან ერთად გარკვეულ პირობებსაც ითვალისწინებს, მათ შორის იმასაც, რომ ქაიროში ხელისუფლება გეგმავს არჩევნები ჩაატაროს და მიუძღვნას 1979 წელს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების დღეს.

ეგვიპტეში განხორციელებული გადატრიალების საპასუხოდ, კანონ-პროექტი აღარ ითვალისწინებს აქამდე ყოველწლიურად ეგვიპტის, როგორც არაბული ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის ეკონომიკისთვის 250 მილიონი დოლარის დახმარებას. ეს თანხა 2014 წლის საბიუჯეტო წელში გათვალისწინებული არ არის, რომელიც 1 ოქტომბერს იწყება, თუმცა სპეციალური აკრძალვაც არ ყოფილა.

მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ საგარეო დახმარების პაკეტი 34, 1 მილიარდიანია, თუმცა მთელი რვა მილიარდით, 19% არის შემცირებული გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. ის უკვე 6 მილიარდი დოლარით ნაკლებია მიმდინარე ხარჯის დონესთან შედარებით რაც თავისთავად ხელისუფლების ხარჯვით ნაწილსაც ამცირებს, ზოგიერთი საერთაშორისო პროგრამა, როგორიც არის გაეროს მოსახლეობის ფონდი საერთოდ დაფინანსების გარეშე დარჩა.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო გადასახადებისა და შემოსავლების ქვეკომიტეტი კანონთან დაკავშირებულ მსჯელობას პარასკევს დაიწყებს, და ამით მოამზადებს ნიადაგს მომავალ კვირას საკომიტეტო მოსმენისთვის, საკომიტეტო ვიზის მიღების შემდეგ კი კანონ-პროექტი უკვე მზად იქნება წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრისთვის.

დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში გადასახადებისა და შემოსავლების ქვეკომიტეტი მზად არის დაიწყოს დებატები ამ თვის ბოლოს საკუთარი ვარიანტის შესახებ. წარმომადგენელთა პალატის და სენატის კანონპროექტის ვარიანტები პრეზიდენტ ობამას ხელმოწერამდე უნდა შეჯერდეს.

ვაშინგტონი დიდი ხანი ვერ სცემდა პასუხს მტკივნეულ კითხვას, რა მოეხერხებინა ეგვიპტის ფინანსური დახმარებისთვის, არჩეული ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის გადაყენების შემდეგ.

შეერთებული შტატების კანონმდებლობა კრძალავს დახმარებას იმ ქვეყნებისთვის, სადაც სამხედრო გადატრიალება ხდება. დახმარების აკრძალვა არა კონგრესის, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს. თუმცა ბევრ ამერიკელ მაღალჩინოსანს სურს, რომ შეინარჩუნოს ეგვიპტის სამხედროებთან მჭიდრო კავშირი და არ სურთ რომ მომავალში მორიგი გადატრიალების დროს წვლილი ჰქონდეთ შეტანილი.

წარმომადგენელთა პალატის მიერ წარმოდგენილი კანონ-პროექტი მოითხოვს რომ ეგვიპტემ პლურალისტული და ინკლუზიური დემოკრატიის ვალდებულებები აიღოს, რომელშიც შედის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დაცული იქნება თავისუფალი აზრის გამოხატვის და შეკრებების უფლება და რელიგიის თავისუფლება.

თეთრმა სახლმა ღიად მიანიშნა, რომ ეგვიპტისთვის დახმარების შეწყვეტა საჩქარო არ არის. მისი შეხედულებები განიხილება დიაპაზონში, გადაწყვეტილების შეცვლა სამხედრო გადატრიალების გამო, თუმცა საბოლოოდ , კონგრესში გამარჯვებულმა ძალამ თანხა გადინებისგან გადაარჩინა.

მორსის ჩამოგდების მიუხედავად მომავალ კვირებში ვაშინგტონი ისევ აპირებს რომ ეგვიპტეს ოთხი ეფ-16 საბრძოლო ვერტმფრენი გადასცეს.
ქაიროსთვის დახმარების პირობა სხვა ქვეყნებმაც დადეს. კუვეიტი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - თითოეული ქვეყანა 4 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას აპირებს.

ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტის შეკვეცის კანონ-პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დეპარატამენტის ოპერატიული და სხვადასხვა სააგენტოების ხარჯების შემცირებას 17 მილიარდიდან 14, 6 მილიარდამდე.
როგორც ჩანს, კანონ-პროექტი სრულად აკმაყოფილებს ობამას ადმინისტრაციის მოთხოვნას გამოიყოს 4,8 მილიარდი დოლარი საელჩოების უსაფრთხოებისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი ტერაქტები, როგორსაც ადგილი ჰქონდა ბენღაზში, 2012 წლის 11 სექტემბერს, როდესაც ტერორისტებმა შეერთებული შტატების ელჩი და ამერიკის სამი მოქალაქე მოკლეს.

ამ ტერაქტის კონტექსტში წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წარმომადგენლები გააკრიტიკეს, რადგან მათ დიპლომატიური ხარჯების შემცირების წინადადება წამოაყენეს.

კანონი ორმხრივ საგარეო დახმარებას 5.8 მილიარდიდან 17, 3 მილიარდის ფარგლებში ჩამოჭრის. მრავალმხრივი უცხოური დახმარება 61% ით მცირდება, ანუ გასული წლის 3 მილიარდიდან 1,2 მილიარდამდე დავა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ წარმოდგენილი შეკვეცა შეიძლება მთელს მსოფლიოზე უარყოფითად აისახოს, მათ შორის სახელდება სამი ქვეყანა, სადაც მკვეთრი შემცირება მოხდა - ავღანეთი, სომალია და ბირმა.

„ შეკვეცას გამანადგურებელი გავლენა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, ეს ხელს შეგვიშლის ამერიკის ინტერესები და ფასეულობები დავიცვათ. შეერთებული შტატები ვერ იქნება ლიდერის პოზიციაში თუ ამ გზაზე უკან დავიხევთ,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის მოადგილემ მარი ჰარფმა.
XS
SM
MD
LG