ავღანეთში ტერაქტი მოხდა

თალიბებმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს
ავღანეთის პოლიციის განცხადებით, ავღანეთის უზენაესი სასამართლოს შენობის წინ დანაღმული ავტომობილის აფეთქებამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლიციის განცხადებით, სამშაბათს ქაბულში უზენაესი სასამართლოს შენობის წინ თანამშრომლები ავტობუსში სხდებოდნენ, როდესაც აფეთქება მოხდა.

თალიბებმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. მათი განცხადებით, ტერაქტი სასამართლოს ერთერთი წევრის განადგურების მიზნით განხორციელდა. სასამართლოს მახლობლად ამერიკის საელჩო მდებარეობს.