ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე


თალიბანის სამიზნე სავარაუდოდ აეროპორტში განლაგებული ნატოს შენაერთები იყო

ავღანეთის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ ქაბულის ცენტრალურ აეროპორტზე დღეს დაღამებამდე თავდასხმა მოხდა. სროლის და აფეთქებების ხმა ტერიტორიის სამხედრო ნაწილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. უსაფრთხოების ძალებმა შვიდივე მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელი გაანადგურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი, სედიქ სედიქი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ავღანეთის ძალებს უკვე შესწევს უნარი უსაფრთხოების ურთულეს პრობლემებსაც კი გაართვას თავი.

მომხდარ იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მათი სამიზნე სავარაუდოდ ნატოს შენაერთები იყო. აეროპორტზე თავდასხმის დროს დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება. თუმცა, იმავე დღეს ავღანეთში კიდევ რამდენიმე შეტევა განხორციელდა, რომელშიც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. პოლონეთი აცხადებს, რომ მათ შორის ერთ-ერთი პოლონელი ჯარისკაციც არის, რომელიც პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა. პოლონეთს ავღანეთში განლაგებულ ალიანსის შემადგენლობაში სიდიდით მე-5 შენაერთი ჰყავს. 1700 პოლონელ სამხედროთა უმრავლესობა ავღანეთს 2014 წლის დასასრულამდე დატოვებს.
XS
SM
MD
LG