სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 15 პროცენტით არის შემცირებული
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული ტერაქტის შედეგად კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა განახორციელა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი სამხედრო აღმოსავლეთ ავღანეთში შეტევის შედეგად დაიღუპა.
ალიანსი დეტალებს არ აკონკრეტებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტერორისტების სამიზნე ნატოს ქვეითი პატრული გახდა. ამავდროულად, გაეროს მისიამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სადაც ნათქვამია, რომ ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 15 პროცენტით არის შემცირებული.