ავღანეთში შეტაკებას 44 ადამიანი ემსხვერპლა

ოთხშაბათს მომხდარი შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 9 თავდამსხმელი მოკლეს
ავღანეთის მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებსა და თალიბ მეამბოხეთა დაპირისპირების შემდეგ 44 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის უმეტესობა ავღანეთის მოქალაქეა. შეტაკების დროს დაიჭრა 70 ადამიანი.
ბრძოლის დროს უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 9 თავდამსხმელი მოკლეს.

პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, დაპირისპირების მიზანი თალიბი პატიმრების გათავისუფლება იყო, რომლებიც იმ დროისთვის სასამართლო პროცესზე მიიყვანეს.

მეამბოხეებმა საკონტროლო პუნქტის უპრობლემოდ გავლა შეძლეს, რადგან ყველა მათგანს ავღანელი სამხედრო მოსამსახური ფორმა ეცვა.