ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ავღანეთში


მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

დასავლეთ ავღანეთში თალიბანის მებრძოლებმა სასამართლო შენობაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა და 72 დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა. მოძრაობის წარმომადგენელმა ამის თაობაზე ჟურნალისტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. შეტევის მიზეზი, თალიბანის 10 მებრძოლის გასამართლება გახდა. ოფიციალური პირების თქმით, თავდამსხმელთაგან 9 დაიღუპა. თავდამსხმელებმა სასამართლოს ჭიშკართან ჯერ მანქანა ააფეთქეს, ხოლო შემდეგ კი პოლიციასთან ბრძოლაში ჩაებნენ. ბრძოლა შვიდ საათს გრძელდებოდა. თალიბანი აცხადებს, რომ მათ დაპატიმრებული თანამებრძოლები გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG