ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ადასტურებს აფეთქების ფაქტს, თუმცა დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით ცნობილი არ არის
ავღანეთის აღმოსავლეთში მომხდარმა აფეთქებამ ნატოს კოალიციის 3 წევრი იმსხვერპლა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, თავდასხმა ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვარდაკის პროვინციაში მოხდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ადასტურებს აფეთქების ფაქტს, თუმცა დაღუპულთა ეროვნების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
შეერთებული შტატების არმიის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი სურვილია, ამერიკამ და ავღანეთმა ქვეყნიდან ჯარების გაყვანის დაწყების შესახებ ოქტომბრის თვემდე მოილაპარაკონ. გენერალი მარტინ დემფსი, სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შეთანხმება ჯარების გაყვანის გეგმის განხორციელების საქმეში მეტ „გარკვეულობას და თავდაჯერებას“ შეიტანდა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ე.წ. „ნულოვან ვარიანტს“, რომელიც 2014 წლამდე შეიარაღებული ძალების სრულ გაყვნას გულისხმობს. გენერალი დემფსი ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა.