ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგიკული შემთხვევა ავღანეთში


ხელნაკეთი ბომბის აფეთქების გამო 5 შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი და მათი მამიდა დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბის აფეთქებას 5 შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი და ერთი ქალი შეეწირა. ოფიციალური წყაროების ცნობით, აფეთქება თალიბანის დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის სახლში მოხდა, სადაც ის ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა.

ავღანეთის პოლიციას მიაჩნია, რომ თალიბანის ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც აბდულას სახელით იცნობდნენ, ბომბს საკუთარ სახლში ამზადებდა და მისი სახლიდან წასვლის შემდეგ ის სავარაუდოდ ბავშვებმა იპოვეს და თამაში დაიწყეს. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, დაღუპული ბავშვების მშობლები აბდულას ძმა და რძალი იყვნენ. დაღუპული ქალი კი აბდულას დაა.
XS
SM
MD
LG