ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მეამბოხეებმა სამოქალაქო პირები დახვრიტეს


ინციდენტზე ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა.

ავღანეთის აღმოსავლეთში, ლუგარის პროვინციის ოფიციალურ პირთა განცხადებით, მეამბოხეებმა 8 სამოქალაქო პირი დახვრიტეს. რვავე ადამიანი ამერიკის სამხედრო ბაზაზე მუშაობდა.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაღუპულ ადამიანებს დააძალეს მანქანიდან გადმოსვლა, შემდეგ, თითოეული მათგანი მეზობელ სოფელში გადაიყვანეს და თავში გასროლით მოკლეს.

ლუგარის პროვინციის ერთერთმა ოფიციალურა პირმა დაადასტურა, რომ დაღუპულები ბაზაზე რიგითი თანამშრომლები იყვნენ.
ამ ინციდენტზე ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG