ამბოხებულებმა სამშვიდობო საბჭოს წევრი მოკლეს
ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ამბოხებულებმა მთავრობის სამშვიდობო საბჭოს წევრი მოკლეს. თავდასხმა ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ამბოხებულებმა მალიმ შავალის ავტომობილს გაუხსენს ცეცხლი, რის შედეგადაც შავალი დაიღუპა. სამშვიდობო საბჭო ავღანეთში თალიბანთან მოლაპარაკების მიზნით შეიქმნა. გუშინ, ასევე ჰელმანდის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქებისას სამი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.