ავღანეთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციის 3 ოფიცერი მოკლეს, მათ შორის პროვინციის პოლიციის ერთ-ერთი შეფი, მუჰამედ ჰასან ადილიც არის.
სამხედრო დაჯგუფების განცხადებით, გზისპირა ნაღმის ამოქმედებით თალიბთა ყოველწლიური „საგაზაფხულო იერიში“ იწყება. პოლიციის შეფთან ერთად მისი დაცვის 2 წევრი დაიღუპა და 2 დაიჭრა.