მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი ჯარისკაცის ვინაობა ცნობილი გახდა

ამერიკის არმიის სერჟანტი რობერტ ბეილსი პარასკევს კანზასის შტატში მდებარე უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში გადაიყვანეს.

ამერიკის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანმა იმ ჯარისკაცის სახელი გაამჟღავნა, რომელმაც ავღანეთში რამდენიმე დღის წინ 16 სამოქალაქო პირის, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების მკვლელობა აღიარა.

ამერიკის არმიის სერჟანტი რობერტ ბეილსი პარასკევს კანზასის შტატში მდებარე უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში გადაიყვანეს. ავღანელები მის ქაბულში გასამართლებას ითხოვენ.

38 წლის ბეილსის ადვოკატის განცხადებით, მას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შედეგად პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა სჭირს.