ავღანელი ქალები თალიბანის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

ავღანელი ქალები, თალიბანის მხრიდან, ზეწოლაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის სპიკერმა, სამშაბათს პირობა დადო, რომ ისინი სპეციალურ საპოლიციო დანაყოფებს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც ქალების უსაფრთხოებას უზურნველყოფენ, ქალები ამტკიცებენ, რომ მათზე ზეწოლაა.

ქალებმა ტახარისა და ქაბულის პროვინციებიდან “ამერიკის ხმას” უთხრეს, რომ თალიბანმა უკვე შემოიღო ახალი აკრძალვები მათ ჩაცმულობასთან დაკავშირებით. “აქ, თალიბები ქალების მიმართ ძალიან აგრესიულები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ ქალებმა ჩადრები ატარონ”,- გვითხრა ერთ-ერთმა ქალმა მასწავლებელმა ტახარის პროცინციიდან. ჩადრი სრულად ფარავს ქალის სხეულს, მათ შორის სახესაც და თვალებისა და პირის ადგილას პატარა ბადე აქვს აფარებული.

ასევე ნახეთ: ქაბულის დაცემა - “ამერიკის მიდგომის სრული ჩავარდნა ავღანეთში“

ქალები ამბიბენ, რომ თალიბანი მათ მიმართ ისეთი მკაცრია, რომ ბურკის ტარების უფლებასაც კი არ აძლევს. ბურკა შავი ტანისამოსია, რომელიც ასევე მთლიანად ფარავს ქალის ტანს და სახეს იმ განსხვავებით, რომ სახე თავსაბურავით იფარება და თვალებზე ქალებს ბადე არ აქვთ აფარებული.

გარდა ამისა, თალიბანი მოითხოვს, რომ ქალებმა სახლი მხოლოდ ე.წ მაჰრამთან ერთად დატოვონ, ანუ მამაკაცთან ერთად, რომლის წინაშეც მათ სახის დაფარვა არ ეკრძალებათ. თავად მაჰრამის განმარტება ადამიანების საკმაოდ ვიწრო წრეს გულისმოხბს. ეს შეიძლება იყოს ქალის მამა, ძმა, ან ქმარი. პრობლემა შეექმნა “ამერიკის ხმის” ქალ ჟურნალისტსაც, რომელიც გარეთ ბურკათი გავიდა. თალიბანმა მას სახის სრულად დაფარვა მოსთხოვა.

ასევე ნახეთ: ქაბულის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გლობალურ ტერორისტს დაეკისრა

ქალი მასწავლებლები ამბობენ, რომ მათ უკვე აუკრძალეს ბიჭებისთვის სწავლება და ცვლილებები შევიდა სასკოლო პროგრამაშიც. კულტურასა და სპორტთან დაკავშირებული საგნები აღარ ისწავლება. მათ ნაცვლად, მოსწავლეეები წიანსწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრებას, ყურანსა და ისლამური რელიგიის შესახებ ისწავლიან. ეს საგნები თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამდეც ისწავლებოდა ავღანეთში, თუმცა ახლა ისინი იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი.

სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, თალიბანმა დაიწყო საავადმყოფოების პაციენტების სქესის მიხედვით დაყოფაც.