ავღანეთ-ამერიკის შეთანხმების ბედი გაურკვეველია

კარზაიმ ამერიკასთან შეთანხმების საკითხი უხუცესთა საბჭოს ანდო
ავღანეთის პრეზიდენტი უხუცესთა კრების მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, იმისათვის რომ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლობის პროექტის ვარიანტი განეხილათ. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ არ არის არანაირი აუცილებლობა, რომ ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი, რადგან 2014 წლისთვის ნატოს კოალიციური ძალების რეგიონიდან გაყვანის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკელები ავღანეთში დარჩენენ. შერონ ბენი ისლამაბადიდან იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა წარმოადგენს განხილვის მთავარ თემას.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი უხუცესთა საბჭოს უთმობს პრეროგატივას შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, მომავალ თვეს ის ამ მიზნით ლოია ჯირგას შეხვდება. ავღანეთის ლიდერი იმ საშიშროებაზე არ ფიქრობს, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება უსაფრთხოების პაკტის ხელმოწერა შეაფერხოს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მომავალ წელს, როდესაც საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები ავღანეთს დატოვებენ.


ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის ქვეყნების სტრატეგიული ცენტრის კვლევის ვაშინგტონის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯონ ვუდი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის ორი მთავარი სადავო მომენტია.



ჯონ ვუდი: კარზაის სურს ძალიან სპეციფიური ხელშეკრულება საშინაო უსაფრთხოების საკითხებში ან სჭირდება გარანტიები, რაც უსათუოდ წარმოიშვება ამერიკულ მხარესთან შეთანხმების დადების პროცესში.


ასეთი აუცილებელი შეთანხმება ვაშინგტონს აიძულებს, რომ ავღანეთი საშინაო აგრესიისგან დაიცვას. თუმცა როგორც ვუდი აცხადებს, ობამას ადმინისტრაცია ამის მომხრე არ იქნება. ვუდი ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ ის მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავს, და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ორგანიზაციის მოსაზრებებია. შეერთებული შტატების მოთხოვნებთან დაკავშირებით, კარზაის საკუთარი შეშფოთების საფუძველი აქვს - ამბობს ვუდი.


ჯონ ვუდი: სხვა სადავო საკითხი შეეხება შეერთებული შტატების სპეციალური ძალების დამოუკიდებელ მოქმედებას ავღანეთში, ეს შეიძლება ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მუშაობასაც შეეხებოდეს რომ მუშაობის ავტონომიურად გაგრძელება შეძლონ, ავღანეთის ხელისუფლების ნებართვის და კონტროლის გარეშე.


ორშაბათს პრეზიდენტმა კარზაიმ ამერიკა და ნატო ავღანეთში საჰაერო და სხვა ოპერაციების გამო გააკრიტიკა, რომელიც მისი აზრით, ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ავღანეთის სუვერენიტეტს უშლის ხელს. მან განაცხადა რომ ეს საკითხი ორმხრივი შეთანხმების დროს არ იქნება ნებადართული.


ჰამიდ კარზაი: თუკი შეერთებული შტატები და ნატო, მისი მოკავშირეები გააგრძელებენ მოთხოვნას ამ ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც რომ დაიტოვონ უფლება თავს დაესხან ავღანელ ხალხს, სოფლებს, უნდა იცოდნენ რომ ავღანელები მათ ამის უფლებას აღარ მისცემენ.


ანალიტიკოსები ქაბულში გაფრთხილებას იძლევიან, რომ ეფექტური ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების არქონის პირობებში რთული იქნება უსაფრთხოების დაცვა და თალიბანის მოგერიება მას შემდეგ რაც რეგიონიდან საერთაშორისო ძალები გავლენ.


ფარუქს იმედი აქვს, რომ გამჭირვალე და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩვენები, რომელიც 2014 წლის აპრილში გაიმართება, ძლიერ ხელისუფლებასთან ერთად შეძლებს რომ ეს არასასურველი მოლოდინი გაფანტოს. აშრაფ განი აჰმადზაი, რომელიც 30 სექტემბრამდე ავღანეთის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი იყო, ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების დროს განიხილებოდა ყველა ის საკითხი, რომელიც ნებისმიერ ავღანურ დაჯგუფებას უკავშირდება. მისი თქმით, შეთანხმება უნდა იყოს სათანადოდ დაბალანსებული და არ არის აუცილებელი რომ გრძელვადიან პერიოდს მოიცავდეს.


აშრაფ განი აჰმადზაი: ეს მთლიანად დამუშავებულია, გათვალისწინებულია ორივე ხელისუფლების ინტერესები. მოქმედება განსაზღვრულია 10 წლის ვადით. ასევე ხელმომწერ მხარეებს შეთანხმების შეცვლის უფლებაც აქვთ. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი ხელისუფლებისთვის ეს შეთანხმება კანონია და მას მისი შეცვლა არ შეეძლება.



თუმცა ქაბულში მოღვაწე ზოგიერთი ექსპერტი და მცხოვრები მაინც ღელავს. მათი თქმით : თალიბანი უფრო სწრაფად მიიწევს ახლა ავღანური სოფლების სიღრმეებში ატერორებენ მოსახლეობას, და საკუთარი საქმიანობის დაფინანსების მიზნით მათ აყაჩაღებენ. და როგორც ავღანეთის ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო პირი აცხადებს, ქვეყნის გამოუცდელ სამხედრო შეიარაღებაში დეზერტირობის ფაქტები მომრავლდა.