ისრაელი გატაცებული ბავშვების ბედს არკვევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 3 ბავშვის გატაცებაში ბრალს პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფება ჰამასს დებს
სრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას გასულ კვირას გატაცებული სამი ბავშვის დაბრუნებაში პალესტინელთა პრეზიდენტის იმედი აქვს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ამ თემაზე სასაუბროდ მაჰმუდ აბასს ტელეფონით დაუკავშირდა.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, ბავშვები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელებმა მათ კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ნეთანიაჰუ ბავშვების გატაცებაში ბრალს სამხედრო დაჯგუფება ჰამასს დებს. აღნიშნული ფაქტი მაჰმუდ აბასის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც დაგმობილია. თუმცა, განცხადება ისრაელის მიერ განხორციელებული დაპატიმრებების სერიასაც აკრიტიკებს. ისრაელის მხარემ კვირას იმავე რეგიონში, სადაც ბავშვები გაიტაცეს, 80 პალესტინელი, მათ შორის ბევრი ჰამასის წევრი დააპატიმრა.