პრეზიდენტი ობამა მოუწოდებს მაჰმუდ აბასს, ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გეგმავს გააგრძელოს ზეწოლა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ჯონ კერიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ის და პრეზიდენტი ობამა პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ჯონ კერი და მაჰმუდ აბასი ერთმანეთს გუშინ მეორედ შეხვდნენ, რომელზეც სამშვიდობო მოლაპარაკებების სამომავლო გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
თეთრ სახლში შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა ბატონ აბასს, მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილება ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„ეს ძალზე რთულია და დიდ გამოწვევებს უკავშირდება. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ გვსურს წინ წავიდეთ.“
მაჰმუდ აბასის განცხადებით, იგი ელოდება, რომ ისრაელი ვალდებულებას შეასრულებს და დარჩენილ პალესტინელ პატიმრებსაც გაათავისუფლებს.