ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი იერუსალიმში სამშვიდობო დარეგულირებაზე საუბრობს


დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ჯონ კერის შეხვედრა პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ემსახურება. ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანი რამალაში პალესტინელელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსაც ესაუბრა.

ჯონ კერის თქმით, ის რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების გეგმის დაწინაურებას ელის. მოლაპარაკებების შესახებ მან განაცხადა, რომ პროცესი რთული, მაგრამ კონსტრუქციულია. შეერთებული შტატების მიზანია ისრაელს და პალესტინელებს შორის შეთანხმება საზღვრების, პალესტინის სახელმწიფოს, პალესტინელი დევნილების, იერუსალიმის სტატუსის, და ზოგადად, რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ მოხდეს.
XS
SM
MD
LG